ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, პერსონალიზაციისთვის და ანალიტიკისთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ფაილების გამოყენებაზე გვაძლევთ თანხმობას.
აუცილებელი
ანალიტიკა
რეკლამა

ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა?

მოდით , ვისაუბროთ ყველასთვის გასაგებ ენაზე ( არასამედიცინო პერსონალს ვგულისხმობთ) ყველაზე აქტუალურ საკითხზე: რატომ ჯობია ფიზიოლოგიური მშობიარობა საკეისრო კვეთას?

ორსულობის ბოლოს ბევრი ქალი ფიქრობს — როგორ გააჩინოს შვილი: ბუნებრივად თუ საკეისრო კვეთით? ორივე მეთოდის მიზანია დედისა და ბავშვის უსაფრთხოება, მაგრამ როდესაც სამედიცინო ჩვენება არ არსებობს, ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობა ბევრ უპირატესობას ფლობს.
დედისთვის:
1. სწრაფი აღდგენა – ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ ქალი, როგორც წესი, უფრო სწრაფად დგება, თავისუფლად გადაადგილდება და მალევე უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას.
2. ნაკლები გართულებები – ფიზიოლოგიური მშობიარობა დაკავშირებულია ინფექციის, ჭრილობის გაჭიანურებული შეხორცებისა და ძლიერი სისხლდენის შედარებით დაბალ რისკთან.
3. ბუნებრივი ჰორმონები – მშობიარობისას გამომუშავდება ოქსიტოცინი და ენდორფინები, რომლებიც ამცირებენ ტკივილს, ხელს უწყობენ ემოციურ სტაბილურობას და აძლიერებენ დედასა და ახალშობილს შორის ბმას.
4. მომავალი ორსულობებისთვის უსაფრთხოება – საკეისრო კვეთა ტოვებს ნაწიბურს საშვილოსნოზე, რაც შემდეგი ორსულობისას ზრდის რისკებს (საშვილოსნოს ძველი ნაწიბურის მთლიანობის დარღვევა ( საშვილოსნოს გახევა) პლაცენტის არასწორი მიმაგრება). ბუნებრივი მშობიარობა ამ მხრივ უფრო საიმედოა.

ახალშობილსითვის:
1. ფილტვების მომზადება – სამშობიარო გზების გავლით ბავშვი ნაწილობრივ „იცილებს“ ფილტვებში დაგროვილ სითხეს, რაც ამცირებს სუნთქვის გაძნელების რისკს.
2. სასარგებლო მიკროფლორა – დედის სამშობიარო გზების გავლით ახალშობილი იღებს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც იცავენ და აძლიერებენ მის იმუნურ სისტემას. მაგალითად : საკეისრო კვეთით მიღებულ ახლაშობილებში ხშიარია ყაბზობა , რაც დედის საშოდან შესაბიმისი ბაქტერიების კოლონიების არ გადასვლით არის განპირობებული
3. ადაპტაციის მხარდაჭერა – ბუნებრივი მშობიარობისას ნაყოფი იღებს ჰორმონალურ სიგნალებს, რომლებიც ეხმარებიან ახალ გარემოსთან სწრაფად შეგუებაში.

საკეისრო კვეთა — როცა აუცილებელია:
საკეისრო კვეთა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაცია, რომელიც ტარდება მაშინ, როცა ბუნებრივი მშობიარობა საფრთხეს უქმნის დედას ან ბავშვს. მაგალითად:
1. პლაცენტის არასწორი მდებარეობა (placenta previa),
2. ნაყოფის არასწორი მდებარეობა,
3. მძიმე პრეეკლამფსია, როცა დედის სამშობიარო გზები არ არის მზად მშობიარობისთვის.
4. საშვილოსნოზე არსებული ნაწიბურის გახევის საფრთხე და სხვა.
ასეთ შემთხვევებში ოპერაცია საუკეთესო და უსაფრთხო არჩევანია.

შეჯამება:
თუ სამედიცინო ჩვენება არ არსებობს, ფიზიოლოგიური მშობიარობა ითვლება საუკეთესო გზად როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. ის უზრუნველყოფს უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას, ბუნებრივ ადაპტაციას და მომავალში ნაკლებ გართულებებს. საკეისრო კვეთა კი საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა ბუნებრივი გზა საფრთხეს შეიცავს.… და ბოლოს დედის სიკვდილობა( საკეისრო კვეთის შემთხვევაში )სტატისტიკურად , მსოფლიოში ვაგინალურ მშობიარობასთან ანუ ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით 3 -5 ჯერ იზრდება.

გააზიარეთ სტატია:

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი
პასუხი მომხმარებელს:
user

ჯერჯერობით კომენტარები არ არის. იყავი პირველი!

იტვირთება...