გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მადლობა, შეფასება წარმატებით გაიგზავნა!


★★★★★
პაატა ექიმო სიტყვები არ მყოფნის თქვენი მადლიერების გამოსახატად თქვენ არა მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალი, არამედ ძალიან თბილი და მზრუნველი ექიმი ხართ. ბოლომდე გვერდში მედექით და იმედი არ დამაკარგვინეთ.გმადლობთ ყველაფრისთვის თქვენი შრომა ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის ფასდაუდებელია. მადლობა თითოეული სიტყვისთვის, თითოეული ნაბიჯისთვის და იმ გულწრფელი ზრუნვისთვის, რასაც პაციენტის მიმართ იჩენთ. ასეთი ექიმები ძალიან იშვიათია. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და წარმატებას თქვენს ურთულეს და ყველაზე ფასეულ საქმეში.❤️უფალმა დაგლოცოთ❤️❤️
ᲥᲔ
ქეთი
19.03.2026
★★★★★
უღრმესი მადლობა ბ.პაატას, ღმერთმა ამრავლოს თქვენნაირი გულიანი და ყურადღებიანი ადამიანები, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე უღირთ. გაიხარეთ უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ბევრის სიცოცხლე გადაგერჩინოთ🙏
ᲪᲘ
ციცკა
19.03.2026
★★★★★
მინდა უდიდესი მადლობა და პატივისცემა გამოვხატო ბატონ, პაატა ჟორჟოლიანს მიმართ❤️ რომ არა მისი პროფესიონალიზმი და ყურადღება დღეს გვერდით არ მეყოლებოდა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც გაიკეთა საკეისრო კვეთა( გართულებებით) 21 იანვარს. სწორედ მისი დამსახურებაა რომ დედაც და შვილიც დღეის მდგომარეობით არიან სტაბილურად. ✨❤️ მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები და არა მარტო მე. ეს იყო სიკვდელზე გამარჯვება✨ ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი პროფესინალი და გულისხმიერი ადამიანები. მადლობა კიდევ ერთხელ გაწეული შრომისთვის, ადამიანობისთვის და პროფესიონალიზმისთვის🙏❤️
ᲜᲘ
ნინო
19.03.2026
★★★★★
უმაღლესი დონის პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ადამიანია ბატონი პაატა. ყველაზე რთული შემთხვევიდან ადვილად პოულობს გამოსავალს. 🙏 ❤️ ვენდობი და ვანდობ ჩემს პაციენტებს, ვამაყობ მასთან მეგობრობით ❤️
ᲪᲘ
ცირა
19.03.2026
★★★★★
საუკეთესო ექიმი და პირველ რიგში საუკეთესო ადამიანი ბრძანდებით ბატონო პაატა.
ᲕᲘ
ვიკა
19.03.2026
★★★★★
თბილი ყურადღებიანი და საუკეთესო ექიმი ბრძანდებით ბატონო პაატა.
ᲗᲐ
თამო
19.03.2026
★★★★★
ჩემი გადამრჩენელი🙏🥰 საუკეთესო ადამიანი ბრძანდებით,ჩემგან დიდი რეკომენდაცია თქვენ და თქვენ შვილს.
ᲐᲜ
ანო
19.03.2026