ორსულ პაციენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: შეიძლება თუ არა თვითმფრინავით მგზავრობა?
პასუხი უმეტეს შემთხვევაში არის – დიახ, შესაძლებელია, თუმცა გარკვეული კლინიკური პირობებითა და შეზღუდვებით.
ქვემოთ განვიხილავ თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაფუძნებულ მიდგომას (American College of Obstetricians and Gynecologists, Royal College of Obstetricians and Gynaecologists).
თუ ორსულობსას ფრენამდე არ ყოფილა რამე გართულება, ერთჯერადი კომერციული ფრენა:
თუ ორსულობსას ფრენამდე არ ყოფილა რამე გართულება, ერთჯერადი კომერციული ფრენა:
• არ ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს
• არ იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას
• არ ასოცირდება მუცლის მოშლასთან
• არ წარმოადგენს ტერატოგენულ რადიაციულ საფრთხეს (ერთჯერადი ფრენა)
კომერციული თვითმფრინავის კაბინა იმყოფება წნევის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს ჟანგბადის უსაფრთხო დონეს ჯანმრთელი ორსულისთვის.
თრომბოემბოლიური რისკი (VTE)
ფრენა სახიფათოა თუ თქვენ გაქვთ:
თრომბოემბოლიური რისკი (VTE)
ორსულობა ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობაა. ხანგრძლივი (>4 საათი) ფრენისას იზრდება:
• ღრმა ვენების თრომბოზის (DVT)
• ფილტვის ემბოლიის
რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ პაციენტს აქვს:
• წინა VTE
• თრომბოფილია
• სიმსუქნე
• ხანგრძლივი იმობილიზაცია
პრევენცია:
• ყოველ 1 საათში ადგომა და მოძრაობა
• საკმარისი ჰიდრატაცია
• ელასტიკური კომპრესიული წინდები
• მაღალი რისკის შემთხვევაში – დაბალმოლეკულური ჰეპარინი (ინდივიდუალური შეფასებით)
პრეეკლამფსია და ჰიპერტენზიური დარღვევები
თუ პაციენტს აქვს:
• მძიმე პრეეკლამფსია
• უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია
• ორგანოთა დისფუნქციის ნიშნები
ფრენა არ არის რეკომენდებული, რადგან:
• შესაძლებელია მდგომარეობის სწრაფი გაუარესება
• შეზღუდულია გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობა ჰაერში
ნაადრევი მშობიარობის რისკი
არ არის რეკომენდებული ფრენა, თუ არსებობს:
• საშვილოსნოს ყელის სიგრძის მნიშვნელოვანი შემცირება
• რეგულარული ტონუსი
• ნაადრევი მშობიარობის ისტორია მიმდინარე ორსულობაში
• 34–36 კვირის ზემოთ გესტაცია (ავიაკომპანიების რეგულაციებიდან გამომდინარე)
პლაცენტარული პათოლოგია
• პლაცენტა პრევია სისხლდენის რისკით
• პლაცენტარული აბრუპცია
• აქტიური ვაგინალური სისხლდენა
ამ პირობებში ფრენა არ არის უსაფრთხო.
ნაყოფის ზრდის შეფერხება (FGR) მძიმე ჰემოდინამიკური დარღვევებით
თუ ფიქსირდება:
• ჭიპლარის არტერიაში ნულოვანი/რევერსული დიასტოლური ნაკადი
• ductus venosus-ის პათოლოგიური ნაკადი
ასეთი ორსულობა ითვლება მაღალი რისკის მდგომარეობად და მგზავრობა რეკომენდებული არ არის.
რომელ ტრიმესტრშია ფრენა ყველაზე უსაფრთხო?
ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო პერიოდი – მეორე ტრიმესტრი (14–28 კვირა)
პირველი ტრიმესტრი – გულისრევა/სისუსტე
მესამე ტრიმესტრი – ნაადრევი მშობიარობის რისკი
პრაქტიკული რეკომენდაციები ორსულისთვის
• უსაფრთხოების ღვედი უნდა მოთავსდეს მუცლის ქვემოთ, ბარძაყების დონეზე
• მიიღეთ სითხე
• მოერიდეთ კოფეინისა და ალკოჰოლის მიღებას
• გამოიყენეთ კომპრესიული წინდები ხანგრძლივი ფრენისას
• თან იქონიეთ სამედიცინო დოკუმენტაცია
გაურთულებელი ორსულობის შემთხვევაში თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოა.
მაღალი რისკის ორსულობებში აუცილებელია ინდივიდუალური შეფასება.
0 კომენტარი
დატოვე კომენტარი
ჯერჯერობით კომენტარები არ არის. იყავი პირველი!