ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, პერსონალიზაციისთვის და ანალიტიკისთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ფაილების გამოყენებაზე გვაძლევთ თანხმობას.
აუცილებელი
ანალიტიკა
რეკლამა

რეპროდუქტოლოგთა მსოფლიო კონგრესი

მე, პაატა ჟორჟოლიანი, სიხარულით გიზიარებთ, რომ წელს მონაწილეობას ვიღებ ადამიანის რეპროდუქციის მე-20 მსოფლიო კონგრესში "ReproTbilisi 2025", რომელსაც თბილისი მასპინძლობს. ჩემი მოხსენება ეხება თემას: „ილიაკის არტერიების ბალონური ოკლუზია და სტენტირება. B-Lynch შეკუმშვის ნაკერის ტექნიკა და უპირატესობები (Balloon Occlusion and Stenting of Iliac Arteries. Technique and Advantages of B-Lynch Compression Sutures)“. 

ამ გამოსვლაში ვისაუბრებ იმ ქირურგიულ მეთოდებზე, რომლებიც რთულ ორსულობებში დედისა და ნაყოფის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთად ვიმსჯელოთ იმ ინოვაციურ გზებზე, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო განავითარებს სამეანო პრაქტიკას.

გააზიარეთ სტატია:

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი
პასუხი მომხმარებელს:
user

ჯერჯერობით კომენტარები არ არის. იყავი პირველი!

იტვირთება...