შეხვედრა ქვემო ქართლის წამყვან მეან- გინეკოლოგებთან

8 ივლისს, რუსთავში, თბილ და განსაკუთრებულ გარემოში, გაიმართა ქვემო ქართლის წამყვანი მეან-გინეკოლოგებისა და აკადემიკოს ნ. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის — პაატა ჟორჟოლიანის შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო: „ნაყოფის მხარდაჭერა პლაცენტარული დარღვევების დროს“ — საკითხი, რომელიც თანამედროვე მეანობა-გინეკოლოგიაში განსაკუთრებულ ყურადღებასა და პროფესიულ ჩართულობას მოითხოვს.

საღამომ საქმიან, საინტერესო და კოლეგიალურ ატმოსფეროში ჩაიარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა და სპიკერმა ერთად აღნიშნეს პროფესიული დიალოგის მნიშვნელობა, გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონში სამედიცინო პრაქტიკის განვითარების აუცილებლობა.


კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.

პასუხი მომხმარებელს:
G

საიტი იყენებს Cookie ფაილებს, რათა უზრუნველყოს საიტის გამართული მუშაობა და გააუმჯობესოს ნავიგაციის მოხერხებულობა. თუ აგრძელებთ საიტის გამოყენებას, თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.

Cookie-ფაილების წესები და პირობები
იტვირთება...