ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, პერსონალიზაციისთვის და ანალიტიკისთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ფაილების გამოყენებაზე გვაძლევთ თანხმობას.
აუცილებელი
ანალიტიკა
რეკლამა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პაატა ჟორჟოლიანის სადოქტორო დისერტაციის დაცვა გაიმართა

image

15 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით შედგა პაატა ჟორჟოლიანის სადოქტორო დისერტაციის დაცვა. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომის შეფასების საფუძველზე, პაატა ჟორჟოლიანს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

სადისერტაციო ნაშრომი შესრულებულია თემაზე: „ენდომეტრიუმის მიკროგარემოს ჰორმონული, პროლიფერაციულ-აპოპტოზური და ადგილობრივი იმუნური რეაქციების თავისებურებები ენდომეტრიუმის სიმსივნისწინარე და სიმსივნურ პათოლოგიებში“. ნაშრომი წარმოადგენს კვლევას კლინიკური და თეორიული მედიცინის, კონკრეტულად კი ონკოგინეკოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით.

კვლევის ძირითადი სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულება მდგომარეობს ენდომეტრიუმის სიმსივნისწინარე და სიმსივნური პროცესების განვითარების მექანიზმების შესწავლაში. უჯრედულ დონეზე მიმდინარე ჰორმონული, პროლიფერაციულ-აპოპტოზური და ადგილობრივი იმუნური რეაქციების კომპლექსური ანალიზით მიღებული მონაცემები ქმნის მყარ საფუძველს აღნიშნული პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებისა და თანამედროვე, მიზანმიმართული თერაპიული სტრატეგიების შემუშავებისთვის.

გააზიარეთ სტატია:

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი
პასუხი მომხმარებელს:
user

ჯერჯერობით კომენტარები არ არის. იყავი პირველი!

იტვირთება...