თეორიული ცოდნა კარგია, მაგრამ მისი კრიტიკულ სიტუაციაში გამოყენება — კიდევ უკეთესი. ჩვენს საიტზე უკვე ნაწილობრივ გაეცანით RCOG-ისა და ECOG-ის თანამედროვე გაიდლაინებს, ახლა კი დროა, ეს ცოდნა „ბრძოლის ველზე“ გადავიტანოთ.
ქვემოთ მოცემულია ერთი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კლინიკური ქეისი. თუმცა, ფრთხილად იყავით: ტექსტში შეგნებულად არის დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
თქვენი ამოცანაა: წაიკითხოთ ქეისი ყურადღებით, იპოვოთ კლინიკური ხარვეზები და უპასუხოთ ვიქტორინის კითხვებს.
შევამოწმოთ, რამდენად კარგად გახსოვთ წინა სტატიაში განხილული ნიუანსები და შეძლებთ თუ არა პაციენტის მართვის მცდარი ტაქტიკის ამოცნობას.
მზად ხართ ვიქტორინისთვის?
გადადით კითხვებზე და გაარკვიეთ, ემთხვევა თუ არა თქვენი გადაწყვეტილებები თანამედროვე მედიცინის ოქროს სტანდარტებს.
32 წლის ორსული ქალი,
ორსულობა – 36 კვირა,
პირველი ორსულობა.
ქალს ბოლო 2 დღის განმავლობაში აღნიშნავს:
-
ბავშვის მოძრაობების შემცირებას
-
მსუბუქ შეშუპებას ტერფების არეში
-
არტერიული წნევა გასინჯვისას იყო 145/95 მმ.ვწყ.სვ
სხვა მონაცემები:
-
შარდში ცილა – უარყოფითი
-
კარდიოტოკოგრაფია – რეაქტიული
-
ნაყოფის გულისცემა – 150/min
-
ულტრაბგერით ნაყოფის წონა შეესაბამება ვადას
ექიმმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
-
რადგან კარდიოტოკოგრაფია ნორმალურია, ნაყოფის მოძრაობების შემცირება მნიშვნელოვან გარემოებას არ წარმოადგენს.
-
არტერიული წნევის ერთჯერადი მომატება ნიშნავს, რომ ქალს აქვს პრეეკლამფსია.
-
შეშუპების გამო დაინიშნა შარდმდენი პრეპარატი.
-
რეკომენდებულია დაუყოვნებლივი მშობიარობის დასრულება საკეისრო კვეთით.
-
დამატებითი დაკვირვება საჭირო არ არის, რადგან ორსულობა უკვე 36 კვირისაა.

კლინიკური ქეისი
კითხვები: 8
0 კომენტარი
დატოვე კომენტარი
ჯერჯერობით კომენტარები არ არის. იყავი პირველი!